ყველაზე ცხადი ის არის, რომ მოსარჩელე როგორც პოზიციით არის სუსტი, ასევე, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე და ნებისმიერ შუამდგომლობაზე პასუხი, რაც კი მოსარჩელისგან მოვისმინეთ, იყო უკიდურესად სუსტი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ცუდი საყურებელია.
„მთავარი ამბავი ის არის, რომ არაფერია რეალურად, რაც საქმეზე იმოქმედებდა და პარტიების დაშლის საფუძველია. ჩვენ არ მოგვისმენია, როდესაც სამართლებრივი ანალიტიკა უნდა გააკეთოს მოსარჩელე მხარემ და ასევე, ფაქტები მოიყვანოს, რომელიც პარტიების დასჯის წინაპირობა იქნება - ამ შემთხვევაში კონსტიტუციურად დაშლის. ამის ნაცვლად, „არ ვუპასუხებთ“ ვიხილეთ სარჩელში და ცხადია, რომ არაფერი ახალი და დამატებითი, მნიშვნელოვანი აქ არ ხდება და არც მოხდება. ის, რომ წინა ხელისუფლების გასამართლება მიდის, ესეც ცხადია და ამას რომ იყენებს თავის ამომრჩეველთან, თუ მოსახლეობასთან საკომუნიკაციოდ, ზუსტად მოსარჩელე და არა ვინმე სხვა, ესეც ცხადია. მგონი, ყველაზე ცხადი ის არის, რომ მოსარჩელე როგორც პოზიციით არის სუსტი, ასევე, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე და ნებისმიერ შუამდგომლობაზე პასუხი, რაც კი მოსარჩელისგან მოვისმინეთ, იყო უკიდურესად სუსტი.... არა მგონია, რომ ეს სწორია და ვწუხვარ, ცუდი საყურებელია, მერწმუნეთ, და არ არის მხოლოდ ჩემი აზრი“, - აღნიშნა გვარამიამ.