სტამბოლის კადირ ხას უნივერსიტეტმა (Kadir Has Üniversitesi) ყოველწლიური სტატისტიკური მაჩვენებლები "საზოგადოებრივი აზრი თურქეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ 2020” გამოაქვეყნა. ზრდასრული მოქალაქეების გამოკითხვა უნივერსიტეტის პერსონალის მიერ ქვეყნის 26 პროვინციაში ჩატარდა.
კითხვაზე ”რომელი ქვეყანაა თურქეთის უახლოესი მეგობარი?” გამოკითხულთა 65%-მა უპირატესობა ისევ აზერბაიჯანს მიანიჭა. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ კვიპროსი (51%). აღნიშნულ რეიტინგში საქართველო მეექვსე პოზიციაზეა. ირკვევა, რომ გამოკითხული რესპოდენტების 24.3%-ი საქართველოს მეგობრად მიიჩნევს, 55%-ი კი არა. რაც შეეხება დარჩენილ 20.7%-ის პასუხია კი "არ ვიცი". აღსანიშნავია, რომ 2020 წელს რეიტინგში, 2019 წლის რეიტინგთან შედარებით საქართველოს "მეგობრობას" გარკვეული მაჩვენებლები დააკლდა. 2019 წლის გამოკითხვით საქართცველოს მეგობრად 36.1%-ი მიიჩნევდა, პასუხი "არა" ჰქონდა გამოკითხული მოქალაქეების 50%-ს. ხოლო "არ ვიცი" -ს მაჩვენებელი 13.9%-ი იყო.