„რაღაც ნაწილში მეც გავღარიბდი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქონებრივ დეკლარაციაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა პრემიერს მიმართა, რომ მის საბანკო ანგარიშზე ას ლარამდე თანხაა, თუმცა დეკლარაციაში 2015 წლამდე მიწის ნაკვეთები და ბინაც იყო.
„ქონებრივი დეკლარაცია არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად არის შევსებული. ყველაფერი დაცული - რაღაც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები, ყველა მაღალი თანამდებობის პირი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფოს სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ, შემოსავალი აკლდება. ახლა გინდათ მოგიყვეთ, წინა ცხოვრებაში რამდენი იყო ჩემი შემოსავალი?!“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.