ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანებმა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიტიკოსები არიან, დაიმსახურეს შეწყალება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
"ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, უბრალოდ შტურმში იღებდა მონაწილეობას, ან ადამიანმა, რომელმაც ბიუჯეტიდან 50 მილიონი მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიტიკოსები არიან, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს შეწყალება", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს შეწყალების ლეგიტიმური უფლება აქვს.
"ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომლებიც უყურებენ ვიღაც პრივილიეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდეგ შეიწყალეს. თუმცა, პრეზიდენტს შეწყალების სრული ლეგიტიმური უფლება აქვს და მისი სრული კომპეტენციაა", - განაცხადა გახარიამ.