რურუა უნდა გათავისუფლდეს, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად ჩაითვალოს. აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი სალომე სამადაშვილი.
მისი თქმით, ვიდრე გიორგი რურუა რჩება საპატიმროში, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერს.
"ჩვენი მოლოდინია, რომ გიორგი გათავისუფლდება საპყრობილედან იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და 8 მარტის შეთანხმება ჩაითვალოს შესრულებულად. ეს მოლოდინი აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მინდა შეგახსენოთ განცხადებები, რომელიც გაკეთდა სენატში, ევროპარლამენტში და მინდა მოვუწოდო დღეს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჩარევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში, რადგან დღეს დამოუკიდებელმა სასამართლომ შეიძლება მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება მიიღოს და ეს იქნებოდა გიორგი რურუას გათავისუფლება პატიმრობიდან", - განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, დღევანდელ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.
გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ედავებიან, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.