დასავლეთმა ავტორიტარების აღზევების პროცესში გაუხსნა ახალი ფრონტი, ჩვენ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი - აცხადებს პოლიტოლოგი ბათუ ქუთელია გადაცემა "მთავარ აქცენტებში" საუბრისას.
მისი თქმით, როცა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დასავლეთიდან წამოვიდა პირდაპირი ზეწოლა, რათა პატიმრობაში მყოფილი პოლიტიკური ლიდერები გათავისუფლებულიყვნენ, ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ დასავლეთი საქართველოში აჩენს სივრცეს.
“ეს სივრცე ჩნდება გარეშე ზეწოლის შედეგად. ეს სივრცე მოგვცეს პარტნიორებმა, უნდა გამოვიყენოთ ეს სივრცე და პროცესი დავასრულოთ. დემოკრატიული არჩევნების გარანტია არ არსებობს, მაგრამ მაღალი ალბათობით, ხარისხი იქნება თუ ზეწოლა გაძლიერდა”, - ამბობს ქუთელია.