“ეს არის ნორმალური ვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი, - განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე.
მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რატომ დაიხია უკან ხელისუფლებამ.
„მე იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება გადაწყვეტილება დარჩენილი პატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ. როგორც კი გიორგი რურუაც გათავისუფლდება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შესრულდა, ამას უნდა მოჰყვეს შემდეგ კენჭისყრა პარლამენტში“, - თქვა ბოკერიამ.