თეთრი სახლი "ინსტაგრამზე" აქვეყნებს ვიდეორგოლს, სადაც ნათქვამია, რომ ნაციზმი შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა დაამარცხეს.
"ამერიკის სული ყოველთვის გაიმარჯვებს. საბოლოო ჯამში სწორედ ასე ხდება", - ნათქვამია ვიდეორგოლში.
ცოტა ხნის წინ პენტაგონმა წარადგინა ვიქტორინა, რომელიც ნაციზმზე გამარჯვების 75 წლისთავს მიეძღვნა. მასში ნათქვამია, რომ ომი პოლონეთში გერმანიისა და საბჭოთა კავშირის შეჭრის შედეგად დაიწყო.
ვიდეორგოლში მოკლედ არის აღწერილი აშშ-ის როლი მეორე მსოფლიო ომში, მათ შორის ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის ისტორია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში.