„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი, დავით უსუფაშვილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, უკრაინაში საქართველოს ელჩის გამოწვევის საკითხს უარყოფითად აფასებს. აღნიშნულზე უსუფაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა.
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის ეშინია და სწორედ ამ მიდგომის გამო მზად არიან ქართულ-უკრაინული ურთიერთობები გაწირონ.
„სააკაშვილის დღესაც ეშინიათ და აკანკალებთ, ამ კომპლექსს ვერ დააღწიეს თავი და ახლა ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაწირვაზეც არიან მზად, იმისთვის რომ მათთვის არასასურველი რაღაც არ დაინახონ. ამ უბედურებაში ვართ, რომელიც უნდა დამთავრდეს.“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.