დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და მთავრობის მიერ, ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით შემოღებული ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული შეზღუდვების გაუქმების აუცილებლობა მოითხოვა.
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმმა საგანგებო მდგომარეობა მოსახლეობის ნახევარზე მეტის დახმარების გარეშე დატოვებისა და შრომის უფლების წართმევის ფონზე გააგრძელა, თანაც კვლა ძალაში დატოვა უმკაცრესი შეზღუდვები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ეპიდამიასთან ბრძოლასთან.
„აღნიშნულის მიზანს კი რეალურად სამთავრობო პრ, მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და პოლიციურ–ავტორიტარული რეჟიმის გამყარება წარმოადგენს ! ასეთ შეზღუდვებს განეკუთვნება კომენდანტის საათი და ერთი მანქანით ერთი ოჯახის წევრთა გადაადგილება ! სრულიად მიუღებელია, ასევე მშვიდობიანი შეკრებების სრული აკრძალვა, მაშინ როცა, დისტანციის დაცვით იგი დაშვებულია პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოში. ამის დასტურია თუნდაც ისრაელის და ა.შ.შ, სადაც ისინი ძალიან ხშირად იმართება და ამის დამადასტურებელი კადრები მასობრივად ვრცელდება მედიასაშუალებებით. უსამართლობის განცდა კიდევ უფრო ღმრავდება თუ გავითვალისწინებთ, რომ მაგალითად თავად მთავრობის წევრები ხშირად არღვევენ ამ შეზღუდვებს. გავიხსენოთ თუნდაც ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძის დღეემდე დაუსჯელი საქციელი ან ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის უტიფარი საქციელი, როდესაც ის ყოველგვარი სტატუსის გარეშე, ავტომობილით და წინასავარძელზე დასმული დაუდგენელი პირით, დემონსტრატიულად გადაადგილდებოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე „, - განაცხადა ჩარტიშვილმა და კომენდანტის საათი და ერთი მანქანით, ერთი ოჯახის წევრთა გადაადგილების მხრივ მოქმედი შეზღუდვის გაუქმება მოითხოვა.
„ ჩვენ ასევე მოვითხოვთ, არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში, კვლავ იქნას დაშვებული მშვიდობიანი შეკრებების გამართვა, ოღონდ 2 -მეტრიანი დისტანციის დაცვის პირობით, რომლზე ზედამხედველობაც პოლიციას უნდა დაეკისროს. იმ შემთხვევაში თუკი არ იქნება დაკმაყოფილებული ჩვენი მოთხოვნები, უახლოეს მომავალში ჩვენ ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიყენებთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის აქციებსაც, რაღა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების დაცვის პირობით“, - თქვა ჩხარტიშვილმა.