იტალიაში ნაცისტური გერმანიის ოკუპაციისგან გათავისუფლების 75 წლისთავი თვითიზოლაციაში იზეიმეს.
დღესასწაული, რომელსაც ტრადიციულად მასობრივი შეკრებებითა და სახალხო ზეიმით აღინიშნება, ამჯერად საცხოვრებელი სახლების ფანჯრებიდან და აივნებიდან ეროვნული დროშების ფრიალითა და წინააღმდეგობის ჰიმნის, "ბელა ჩაოს" შესრულებით აღნიშნეს.
დღესასწაულის აღნიშვნა, იტალიის დროით 15:00 საათზე მოხდა. ქვეყნის საჰარო ძალებმა ცაზე იტალიის ეროვნული დროშა გამოსახეს.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა ლორენცო გუარინმა მოუწოდა მოსახლეობას, კრიზისის გადალახვა მეორე მსოფლიო ომის დროს წინააღმდეგობის გაწევაში გამოვლენილი ერთიანობისა და სოლიდარობის ფასეულობებზე დაყრდნობით მოახერხონ.