ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას და ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკაშირებით.
მისი თქმით, თუ მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების მიუხედავად, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარი იქნება.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა და ძალიან მეგობრული ურთიერთობები, რასაც ბევრი წლების განმავლობაში ჩვენ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა უძღვოდა წინ, მიუხედავად ამისა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობთ, ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას და ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.