ავსტრალიის ქალაქ ადელაიდის მკვიდრმა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, ლატარიაში სამ მილიონ დოლარზე მეტი მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Star-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მამაკაცმა იყიდა ლატარიის ბილეთი, რომელიც იღბლიანი აღმოჩნდა.
ავსტრალიელმა მილიონერმა გამოცემას განუცხადა, რომ მოგებული ფულით ახალი სახლის შეძენას გეგმავს.