13 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რამდენიმე სხვა მართლმადიდებლური ქვეყნის ეკლესიათა დელეგაციასთან ერთად რუსეთის ფედერაციაც ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოს კანცელარიიდან აცნობეს, დღეს საქართველოში სერბეთის, რუმინეთის, ალბანეთის, იერუსალიმის, საბერძნეთისა და ამერიკის საეკლესიო დელეგაციები ჩამობრძანდებიან.
მათი განმარტებით, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში ყველა მართლმადიდებლური ქვეყნის საეკლესიო დელეგაციაა მოწვეული და ყველას ჩამობრძანებას ელოდებიან.