ტორნადოს მისისიპის შტატში 6 ადამიანი ემსხვერპლა. იტყობინება შტატის საგანგებოს სიტუაციების სამსახური.
"ძლიერი ტორნადოს ერთი ადამიანი ემსხვერპლა უოლჰოლის ოლქში, ორი ადამიანი დაიღუპა ლოურენსის საგრაფოში, სამი ადამიანი კი ჯეფერსონ დევისის საგრაფოში", - ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანია NBC News-ის ცნობით, ტორნადომ ასევე გაიარეა შეერთებული შტატების სამხრეთით სამ შტატებში - ლუიზიანასა და ტეხასში. ქარიშხალმა დააზიანა სახლები და შენობები, ხოლო მისისიპისა და ლუიზიანაში 45000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.