საქართველო მზადა არის ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში ექიმები და დამხმარე პერსონალიც გაგზავნოს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"როგორც იცით, მსოფლიოში ავღანეთთან მიმართებაში მსოფლიოში არსებობს რამდენიმე მოსაზრება, მათ შორის რეგიონიდან სამშვიდობო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაცხადებთ, რომ საქართველო რჩება თავის ვალდებულების ერთგული და არ აპირებს თავის წარმომადგენლების გამოყვანას, პირიქით აცნობიერებს პასუხისმგებლობა, რომ მიუხედავად სამწუხაროდ მსხვერპლის მზად ვართ სამშვიდობო მისიაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღოთ", - განაცხადა კალანდაძემ.
როგორც ცნობილია, რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას სამოქალაქო სექტორიც მიიღებს.