დღეს ინგუშეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი ბოევიკი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ინგუშეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორი წევრი ნაზრანის რაიონის სოფელ სურხასში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გაანადგურეს.