ამ დროის მონაცემებით ყირგიზეთში მიმდინარე არჩევნებში მოსახლეობის 23,5% მიიღო მონაწილეობა.
ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 2 852 751 ამომრჩევლისგან 722 691 უკვე მიიღო. ყველაზე მაღალი აქტივობა ქალაქ ოშში და ნარინსკაიაშია დაფიქსირებული, ხოლო ყველაზე დაბალია მონაცემები ოშისა და ჩუისის რაიონების სოფლებში.
რესპუბლიკის მასშტაბით საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათიდან გაიხსნა.
44 საარჩევნო უბანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედებს, მათგან 18 რუსეთის ქალაქებშია გახსნილი.
ამომრჩეველთა ნებისმიერი რაოდენობის გამოცხადების შემთხვევაში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება.
პარლამენტში 120 ადგილის მოსაპოვებლად 29 პოლიტიკური პარტია იბრძვის.
ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ზაფხულში მიიღეს, ყირგიზეთი საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა.
არჩევნებში გამარჯვებული პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას და დანიშნავს პრემიერს.
საარჩევნო უბნების უსაფრთხოებას 20 ათასი მილიციელი და მოხალისე იცავს.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში მასობრივი არეულობის შედეგად ხელისუფლებაში დროებითი მთავრობაა, რომელსაც როზა ოტუნბაევა ხელმძღვანელობს.
ქვეყანაში რეფერენდუმის შედეგად კი ყირგიზეთი მმართველობა საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადადის.