წალენჯიხაში ქარბორბალამ დევნილთა საცხოვრებელი სახლები დააზიანა. სერიოზული ზარალი განიცადა, ასევე, კერძო სახლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ.
ძლიერმა ქარმა დევნილების დასახლებას და კერძო სახლებს სახურავები გადახადა, წაქცეულია ხეები.
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.
როგორც ადგილობრივ სახელისუფლო ორგანოებში აცხადებენ, სახურავების შეკეთება უახლოეს დღეებში დაიწყება.