გრაგნილი, რომელშიც დევნილები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითხოვენ, უკვე გერმანიაში.
გრაგნილზე ხელმოწერები ბერლინსა და გერმანიის სხვა დიდი ქალაქებში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შემდეგ გრაგნილი საბერძნეთში ქართულ დიასპორას გაეგზავნება.
გრაგნილმა უკვე მოიარა საქართველოს რეგიონი და იტალია.
როგორც ცნობილია, დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანის მოთხოვნით, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს დასახმარებლად მიმართეს. მიმართვა ცივილიზებული მსოფლიოსადმი დევნილებმა სპეციალური გრაგნილში ჩამოაყალიბეს და ხელმოსაწერად სხვადასხვა ქვეყნის დიაპორის წარმომადგენლებს გაუგზავნეს.