10 ოქტომბერს აჭარაში, Weekend ტურების ფარგლებში, პიაცას მოედანზე ბაკურ ბურდული და ჯგუფი "სტრინგი" კონცერტს გამართავენ.
"ყოველ შაბათ-კვირას პროექტის ფარგლებში ბათუმში მინიმუმ ორი ათსი ტურისტი ჩამოდის. ოქტომბრის ვიკენდ-ტურების საშუალებით ნელნელა იმსხვრევა სტერეოტიპი, რომ ბათუმი არის მხოლოდ ზაფხულისა და ზღვის ქალაქი", - აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თეიმურაზ დიასამიძემ.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, აჭარის ტურიზმის სააგენტოსა და კომპანია"Eventტ Grpup"-ის ინიციატივით აჭარაშიWeekend ტურების ორგანიზება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ტურისტული პაკეტები, რომელთა შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს სპეციალურ ფასდაკლებას სასტუმროებში, რესტორნებში, კაფეებში (15-25%), ასევე გასართობ კლუბებსა და ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებში უფასოდ შესვლის უფლებას, ტურისტული პაკეტების ღირებულება 55 ლარიდან იწყება.
ქართველი პოპ- და როკმუსიკის ვარსკვლავებთან ერთად ყოველ შაბათს, სპეციალურად მოწყობილ სცენებზე ბათუმში დაუკრავენ სპეციალურად მოწვეული უცხოელი ვარსკვლავები.