ავსტრალიელმა მოკრივემ, მძიმეწონოსანმა მარკ დე მორიმ ორთაბრძოლაში თავისი თანამემამულე ცნობილი მსახიობი რასელ ქროუ გამოიწვია.
მოკრივე, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილი უკავია და სურს თავის წონით კატეგორიაში პირველობას მიაღწიოს, რასელ ქროუს საქველმოქმედო ორთაბრძოლის გამართვას სთავაზობს, და "ნამდვილი კრივის" დემონსტრირებას ჰპირდება.
"ჩემზე იმოქმედა მისმა განცხადებამ, რომელიც ფილმის "ნოკდაუნის" გადაღებისას გაისმა. მაშინ ქროუმ თქვა, რომ შეიძინა ისეთი თვისებები, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, გახდეს პროფესიონალი მოკრივე. მას ორთაბრძოლაში ვიწვევ და ვიმედოვნებ, რომ მისი დასრულების შემდეგ მოვისმენ პასუხს: მართლა მიიჩნევს იგი, რომ შეუძლია გახდეს მოკრივე", - განაცხადა დე მორიმ.
პროფესიონალურ რინგზე დე მორის 17 ორთაბრძოლიდან 16 გამარჯვება აქვს მოპოვებული. მისი სიმაღლე 188 სანტიმეტრია, წონა კი 120 კილო.