სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარიამ ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში, მდინარე მოჩატარზე, ახალი ხიდი გახსნა.
ხიდი სოფელს ტყიბულისა და თერჯოლის რაიონულ ცენტრებთან აკავშირებს.
მდინარე მოჩატარი უამინდობის დროს სოფლის 200 კილომეტრიან ნაწილს მთლიანად წყვეტდა გარე სამყაროს.
ხიდის მშენებლობაზე 100 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. მშენებლობა თვენახევარი გრძელდებოდა.