მოსკოვმა ევროსასამართლოში ეთნიკური ჩეჩნების წინააღმდეგ პროცესი წააგო.
სტრასბურგმა გამოიძია და დაადგინა, რომ რუსული სპეცსამსახურები ეთნიკურ ჩეჩნებს იტაცებდნენ და აწამებდნენ.
ევროსასამართლომ რუსეთს ჩეჩენი მოქალაქისათვის 80 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ალუდინ სადიკოვი 2000 წელს უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა გაიტაცეს და რამდენიმე თვის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ.
მოსკოვი ევროსასამართლოში ეთნიკური ჩეჩნების საქმეებს უკვე წლებია ბლოკავს, ანუ არ ახდენს 14-ე პროტოკოლის რატიფიცირებას, რის გამოც სტრასბურგში საქმეების გამარტივებული წესით განხილვა არ ხდება და განაჩენის გამოტანას წლები სჭირდება.