ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც ირღვევა. აცხადებს ევროსაბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგი.
ამის შესახებ საუბარი ჰამარბერგის დასკვნაში, რომელიც ევროსაბჭოს ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტში ასახულია მაისში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ევროკომისრის ვიზიტის შედეგები.
ჰამარბერგი ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებას საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დაკავებული ყველა ქართველის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.