საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა. ნიკა გილაურმა თავის მოხსენებაში ძირითადად ქვეყნის ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა. კერძოდ, კი გადასახადების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება და მმართველი გუნდის დიდი წარმატებად კორუფციის დამარცხება დაასახელა.
გილაური განცხადებით, ლიცენზიების წესების გამარტივებამ და მათი რაოდენობის შემცირებამ ხელისუფლებაში ბიუროკრატიული ძალაუფლების დონის კლება გამოიწვია.
"გასული ხუთი წლის განმავლობაში ნებისმიერ კანონმდებლობას ვუყურებდით კერძო სექტორის თვალით. მხოლოდ ერთ შეკითხვას ვსვამდით, როგორ გავლენას მოახდენს ესა თუ ის კანონი კერძო სექტორზე. ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ, გვქონდა 21 სხვადასხვა გადასახადი. ახლა კი მხოლოდ 6 გვაქვს. ყველა მათგანი არის ერთეული, დაბალი და გამოსათვლელად ადვილი. ჩვენ 85 %-ით შევამცირეთ მთელი რიგი ლიცენზიებისა, რის შედეგადაც შემცირდა ბიუროკრატიული ძალაუფლების დონე ხელისუფლებაში. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი გამარჯვება არის კორუფციის დამარცხება, რითაც ჩვენი გუნდის ყველა წევრი ძალიან ამაყობს. "ტრანსფარესი ინტერნეშენელის" თანახმად, ჩვენ ვართ ათ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყანას შორის მთელს ევროპაში,"-აღნიშნა გილაურმა.
მისივე ინფორმაციით, ევროკომისიამ ჩაატარა გამოკითხვა, რომელის დროსაც ხალხს ეკითხებოდნენ, ბოლო სამი წლის განმავლობაში გადაუხდიათ თუ არა ქრთამი თვითონ, ან გაუგია თუ არა, რომ ვინმემ გადაიხადა. კითხვაზე ყველაზე დამაკმაყოფილებელი პასუხები საქართველოში გაიცა.
"ცენტრალურ აზრიაში შეკითხთვას გამოკითხულთა დაახლოებით 45 % დადებითად უპასუხა, აღმოსავლეთ ევროპაში დაახლოებით 23%, საქართველოში კი მხოლოდ 4 %. ეს ძალიან კარგი შედეგია, თუმცა, ჩვენ უნდა დავიდეთ 0 % მდე", _ განაცხადა ნიკა გილაურმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.