2020 წლის დასაწყისიდან, ნიდერლანდების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის ერთ-ერთი სახელწოდების "ჰოლანდიის" გამოყენება შეწყდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საელჩოები, სამინისტროები, უნივერსიტეტები და სხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებები, ამიერიდან მხოლოდ "ნიდერლანდებს", გამოიყენებენ, როგორც ქვეყნის სახელს.
აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა.
ხელისუფლება თვლიდა, რომ ქვეყნის იმიჯს განახლება სჭირდებოდა, რადგან "ჰოლანდია" ხშირ შემთხვევაში ტურისტებისთვის ნარკოტიკებთან და ამსტერდამის "წითელი ფარნების უბანთან" ასოცირდება.