იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ანკარის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს, რუსული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების С-400-ის შეძენის გამო, თურქეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
"ჩვენ განვიხილავთ ყველაზე უარეს სცენარს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს, დღის წესრიგში დადგება ინჯირლიკის ბაზისა (აშშ-ის ბაზა თურქეთის სამხრეთით) და ქიურეჯიკის (სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთი) საკითხი", - განაცხადა მინისტრმა ტელეარხ A haber-ის ეთერში.
ამის გარდა, ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი განიხილავს რუსული გამანადგურებლებს, როგორც ამერიკული F-35-ის ტიპის თვითმფრინავების ალტერნატივას, თუ შეერთებული შტატები მათ მიწოდებაზე უარს იტყვის.
"აშშ ყველა ჩვენს წინადადებას უარით პასუხობს. თუ აშშ დადებითად მოეკიდება ამ საკითხს, ჩვენც ასევე ვუპასუხებთ. მაგრამ თუ ვერ შევძლებთ F-35-ის ტიპის თვითმფრინავების შეძენას, მოვძებნით ალტერნატივას. ის შესაძლოა იყოს რუსული ბაზარი ან ნებისმიერ სხვა", - დასძინა მინისტრმა.