კინოთეატრ "ამირანის" სიახლოვეს "ქართული მარშის" წევრებმა და მათმა მხარდაჭერებმა ლგბტ დროშა დაწვეს.
"აი ასე დაიწვება საქართველოში ყველა სოდომ-გომორი, დღეს ქართველ ერს გვერდით დგომა სჭირდება. მოგიწოდებთ გამოხვიდეთ და დადგეთ ჩვენს გვერდით", - სკანდირებდნენ "ქართული მარშის" წევრები დროშის დაწვის პარალელურად.
"ქართული მარშის" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ კინოთეატრ "ამირანთან", რათა ხელი შეუშალონ ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერას.