თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
"ივანიშვილის ხელისუფლების ყველაზე ძლიერი მხარე ისაა, რომ მისი მმართველობისას აღარაფერია სკანდალური, აღარაფერი დარჩა თავზარდამცემი, შემაძრწუნებული, - ყველაფერი გაუფასურდა, ყველა ერთიანარად ლაფშია ამოსვრილი, ყველა უვარგისია. ამას ივანიშვილის დრომ მიაღწია იმით, რომ ზღვარგადასული უზნეობის, ყველანაირი დანაშაულის, ყველანაირი ნაძირლობის კონვეირიზაცია შეძლო; შემზარავი ბოროტებაც კი ბანალურ ამბად აქცია - აგერ მთვრალი იაკობი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი პირდაპირ ეთერში დედაზე იგინება, პატრიარქის გადაყენებისა თუ მკვლელობის დაგეგმვას ყვება ლამის მთელი სინოდისა და ხელისუფლების მონაწილეობით, იქით-აქეთ მილიონებს აფრიალებს და ვითომც არაფერი, არანაირიარაფერი - ოოო ეგ ხო ნანახი გვაქ უკვე - შარშანწინისწინ, შარშანწინ, შარშანაც”, - წერს მინდიაშვილი.