ინდონეზიაში ცამ სისხლისფერი მიიღო. ძლიერი დაკვამლიანების შედეგად, რომელიც აზიის ამ ნაწილში ყოველ წელს ხანძრების შედეგად ხდება, ღრუბლებმა წითელი ფერი მიიღეს.
ყოველ წელს, ინდონეზიაში კვამლის ღრუბელი გარემოს აბინძურებს. დაკვამლიანება იმდენად ძლიერია, რომ მოქალაქეებს სუნთქვის პრობლემები ექმნებათ.
ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც ინდონეზიაში ცის გაწითლების ფოტო და ვიდეო გადაიღო, BBC-სთან საუბარში იხსენებს, რომ დაკვამლიანებით „თვალები და ყელი დაეწვა“.
ინდონეზიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ BMKG-იმ დაადასტურა, რომ რეგიონში მართლაც ჰქონდა ადგილი ძლიერ დაკვამლიანებას, რომელმაც დედამიწის ატმოსფეროს ქვედა ნაწილს წითელი შეფერილობა მისცა. მეტეოროლოგების განცხადებით, შემთხვევას ტემპერატურის ცვლილებაზე გავლენა არ მოუხდენია.

