საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სახელმწიფო დროშები 7-8 აგვისტოს განმავლობაში დაეშვა. დიპლომატიურ მისიებში მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილია ცალკეული ღონისძიებები რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ეხება.
რუსეთ-საქარათველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო დროშა 7-8 აგვისტოს ყველა სახელმწიფო უწყებაზე დაეშვა.
საქართველოს საელჩო ვატიკანში
საქართველოს საელჩო სლოვენიაში
საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში
საქართველოს საელჩო კატარში
საქართველოს საელჩო ავსტრალიაში
საქართველოს საელჩო უნგრეთში
საქართველოს საელჩო გერმანიაში
საქართველოს საელჩო ბულგარეთში
საქართველოს საელჩო საუდის არაბეთში
საქართველოს საელჩო ლატვიაში