რუსეთში ისევ ხანძარია. ციმბირში ცეცხლის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ.
სამხედრო ხომალდი Antonov An-26, ირკუტსკის ჩრდილოეთ რეგიონში გადაიფრენს და ვერცხლის იოდიდს გაისვრის, რომელმაც რეგიონში ხელოვნურად უნდა წარმოქმნას წვიმა.
რუსეთის სატყეო სააგენტოს განცხადებით, ხანძრის თავზე წვიმის ღრუბლებია განლაგებული, რომელიც ხელოვნური გარდაქმნის პირობებში ნალექის სახით ჩამოიშლება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში ხანძრის სალიკვიდაციო მოქმედებებში ჩასართავად მზაობა გამოთქვა. ვლადიმერ პუტინმა ტრამპის შეთავაზება არ მიიღო და აღნიშნა, რომ თუ ამის საჭიროება დადგება დახმარებას გამოიყენებს.