იემენში სამხედრო აღლუმზე თავდასხმა მოხდა. შემთხვევის შედეგად 32 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამხედრო აღლუმი, ქვეყნის სამხრეთით, ადენის საპორტო ქალაქში მიმდინარეობდა, რა დროსაც აჯანყებულებმა რამდენიმე რაკეტითა და შეიარაღებული დრონებით ღონისძიებაზე იერიში მიიტანეს.
აჯანყებული ძალები, იემენის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე სეპარატისტული ჰაუტის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართ განხორციელებულ პროვოკაციაში ადანაშაულებენ
მიუხედავად ბრალდებებისა, ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია და ადენის საპორტო ქალაქში, ახალწვეულების სამხედრო ფიცის დადების ცერემონია იმართებოდა.
თვითმხილველების განცხადებით აფეთქება ცერემონიის მიმდებარედ მოხდა. როგორც როიტერისთვის გახდა ცნობილი, ბატალიონის მეთაური მოკლულია.
იემენი არაბული სამყაროს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, რომელშიც წლებია სამოქალაქო დაპირისპირება მიმდინარეობს.