უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავსმ 12 სხვადასხვა ქვეყანაში, უკრაინის ელჩების შეცვლას. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“უკვე მიღებულია გადაწყვეტილება 12 ელჩის ჩანაცვლების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კერძოდ, აშშ-ში უკრაინის ელჩი უკვე ასრულებს თავის მივლინებას. პარალელურად მიმდინარეობს ახალი ელჩების შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.