პაპუა ახალ გვინეაში აბორიგენების ტომმა 24 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ორსულები რიტუალის შესრულებისას მსხვერპლად შესწირეს.
BBC-ის ინფორმაციით 24 ადამიანი დადასტურებულად გარდაცვლილად ითვლება, თუმცა სახელდება სხვა წყაროებიც სადაც მსხვერპლი ბევრად მეტია.
პაპუა ახალი გვინეის პრემიერ მინისტრმა მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ „ეს მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეა“.
ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონი წლების მანძილზე ებრძვის ძალადობას და მსგავსი ფაქტები ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია რესურსების სიმწირისა და დისკუსიის ნაკლებობის შედეგად.
პორტ მორესბი პაპუა ახალ გვინეასა და მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქალაქია. პოლიციის განცხადებით, ერთ წელში, ქალებზე ძალადობის, გაუპატიურების, მკვლელობისა და სექსუალური შევიწროების დადასტურებული ფაქტების 6000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი თქმით არაოფიციალური მონაცემები გაცილებით მეტია. პოლიციის განცხადებით ქალებზე ძალადობა ახალ გვინეაში ტრადიციაა. ისინი BBC-თან ინტერვიუში ყვებიან, რომ ქალების ცემა და გაუპატიურება ქვეყანაში „ჩვეულებრივი“ მოვლენაა.