რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წარმომადგენელმა, ალექსეი პუშკოვიმ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
„თბილისში რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შეჩერებით უკმაყოფილოები არიან. მათ პრეტენზიები თანამოქალაქეებთან უნდა გამოთქვან, რომლებიც პარლამენტში შეიჭრნენ და არეულობა მოაწყვეს, ასევე პრეზიდენტთან, რომელსაც ცოტა რამ თუ შეუძლია, რუსეთის მისამართით ტალახის სროლის გარდა. სხვათა შორის, რა ხდება რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით?“ – წერს ალექსეი პუშკოვი.