აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უცხო ქვეყნებში ამერიკის სალეჩოებს შენობებზე ლგბტ დროშების აღმართვის უფლება არ მისცა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"სახელმწიფო მდივნის აზრით, საელჩოების შენობებზე მხოლოდ ამერიკის დროშა უნდა ფრიალებდეს", - განაცხადა ორტაგუსმა.
ორტაგუსის კომენტარი ტელეკომპანია NBC-ის ჟურნალისტმა ჯოშ ლედერმანმა გაავრცელა მიკრობლოგ ტვიტერზე
მან ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ პომპეო პატივს სცემს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს და საელჩოების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ მოვლენას ზეიმობენ, მისი აღნიშვნა სხვა ფორმით ურჩია.
როგორც ცნობილია ივნისი ლგბტ თემის თვედ არის გამოცხადებული.