ალასკას შტატში, ორი ჰიდროთვითმფრინავის შეჯახების შედეგად, 6 ადამიანი დაიკარგა და 10 დაშავდა. ინციდებნტი ქალაქ კეტჩიკანთან მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შეჯახება გაურკვეველ გარემოებებში მოხდა.
კატასტროფის შედეგად 9ადამიანი, რომელიც ერთძრავიანი თვითმფრინავის de Havilland Otter DHC-3-ის ბორზტე იმყოფებოდა, დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმფრინავის კიდევ ერთი მგზავრი კი დაკარგულია.
მეორე თვითმფრინავის DHC-2 Beaver-ის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი ასევე დაკარგულია.