საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 5 მაისს 12:00-18:00 საათამდე, ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში ყოველწლიური მწვანე გამოფენა-გაყიდვა Green Expo 2019 გაიმართება.
გამოფენის მიზანი საქართველოში საბაღე კულტურის განვითარება და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაა.
გამოფენაში მონაწილეობას 15-მდე სანერგე, ლანდშაფტის დიზაინისა და ფლორისტული კომპანიები მიიღებენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საბაღე ექსპოზიციები, კულტურული და ხეხილოვანი ნერგების მრავალფეროვნება, ტროპიკული მცენარეები, სუკულენტები, მწვანე არტი და ფლორისტული ნამუშევრები.
გამოფენა 12:00 საათზე გაიხსნება.