თბილისში მხუთავი აირით 4 არასრულწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა, სადაც იორდანელების ოჯახი რამდენიმე კვირაა ქირით ცხოვრობს. ბავშვები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მოზარდებს თავბრუს ხვევა და ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდათ.
დაზარალებული ამბობენ, რომ ბუნებრივმა აირმა მაშინ გაჟონა, როდესაც წყლის გამათბობელი იყო ჩართული. შემთხვევის დროს, ოთხივე არასრუწლოვანი ერთ ოთახში იმყოფებოდა.
ბინის მეპატრონის, ჰაიდა ალშაფეის თქმით, სახლში გაყვანილობის მხრივ ყველაფერი წესრიგში იყო. ადგილზე, ამ დროისთვის, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.