უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე, ელენა ზელენსკაია, ანექსირებულ ყირიმში ელიტურ სახლს ყიდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საუბარია სახლზე, რომელიც 2013 წელს არის შეძენილი. უძრავი ქონება გასაყიდად 2019 წლის აპრილში გაიტანეს და მისი ღირებულება 790 668 დოლარს შეადგენს.
ზელენსკაიამ სამოთახიანი პენტჰაუსი ლივადიის სასახლის სიახლოვეს, საცხოვრებელ კომლექს „იმპერატორში“ 2013 წელს 163 893 დოლარად იყიდა. შესაბამისი ინფორმაცია ვლადიმირ ზელენსკის დეკლარაციაშია ასახული.

