"ბათუმობა 2019“-ის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი სპორტულ ღონისძიებებს დაეთმო. იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი აქვს მინიჭებული, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სპორტული კუთხე მოეწყო.
გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობა, მათ შორის: მკლავჭიდი, ქუჩის კალათბურთი, მძლეოსნური გარბენი, ეზოს ფეხბურთი, ქვიშის ფრენბურთი, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, ვეტერანთა თამაშები და ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი.
სპორტულ კუთხეში მერი ტიტულოვან სპორტსმენებს შეხვდა.
ღონისძიების ფარგლებში, ლაშა კომახიძემ ბათუმში მასობრივი სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის (ACES Europe) დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ჯან ფრანჩესკო ლუპატელი დააჯილდოვა, რომელიც ბათუმს ქალაქის დღის აღსანიშნავად სტუმრობს.