დღეს საპატიო ბათუმელის წოდებით სხვადასხვა სფეროში გამორჩეული ადამიანები დაჯილდოვდნენ, რომლებიც სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.
საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭათ:
ენათმეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ემერიტუს-პროფესორს, ღირსების ორდენის კავალერს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების ავტორს - შუშანა ფუტკარაძეს, ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშების წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
აჭარის დამსახურებულ მხატვარს, ქ. ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დირექტორს - გურამ ფუტკარაძეს, ხელოვნებისა და ქალაქ ბათუმის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა, სოციალურ მეცნიერებათა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიების ნამდვილ წევრს, აკადემიკოსს, ღირსების ორდენის კავალერს - ვანო პაპუნიძეს, აგრობიოლოგიური, ეკოლოგიური და სატყეო მეცნიერებების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, არაერთი მნიშვნელოვანი კვლევის ავტორს - ოთარ გოგოლიშვილს, ქალაქ ბათუმის ისტორიის წარმოჩენისა და ახალგაზრდების განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
დამსახურებულ და ღვაწლმოსილ ხელოსანს, არაერთი ჯილდოსა და წოდების მფლობელს, თაობების აღმზრდელს - ხასან მაკარაძეს, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის;
საქართველოში მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, წარმატებულ კარდიოქირურგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორი, საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტსა და ევროპის კარდიოქირურგთა ასოციაციის წევრს - სულხან ლომინაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.