ქობულეთის საავადმყოფოში ემბრიონის პოვნის დეტალები ხდება ცნობილი. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საავადმყოფოში ქალი პომიდვრის ინტოქსიკაციის ჩივილით შევიდა. ცოტა ხანში კი ტუალეტში შესვლა ითხოვა, გამოსვლის შემდეგ კი საავადმყოფო ისე დატოვა, რომ არაფერი უთქვამს.
მალევე, საავადმყოფოში საკანალიზაციო მილი გაიჭედა და ადგილზე შესაბამისი სამსახური გამოიძახეს. მილის გაწმენდისას კი მკვდარი ემბრიონი იპოვეს.
ექიმები ეჭვობენ, რომ ქალს ნაყოფის მოსაშორებელი აბები ჰქონდა დალეული და ეს ინფორმაცია საავადმყოფოში დამალა.
მომხდარის შესახებ საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქობულეთის საავადმყოფოში საკანალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს.