თემქის მე-3 საავადმყოფოში 7 თვის ბავშვი გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ჩვილი სამედიცინო დაწესებულებაში მწვავე ბრონქიტის დიაგნოზით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. ბავშვი გვიან ღამით გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტები დაადგენენ.