ვოჟტეკი დათვია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში, პოლონელ ჯარისკაცებს, ნაცისტებთან ყველაზე ძალმომრეობით, ბრძოლაში გამარჯვება მოუტანა.
ყველაფერი ჩრდილოეთ ირანში დაიწყო, როდესაც ალბორცის მთებში დათვის ბელს ბრაკონიერებმა დედა მოუკლეს. ვოჟტეკი იპოვნა ადგილობრივმა ბავშმა და თავშესაფარი მისცა. დათვის ბელი და ბავშვი პოლონელ ჯარისკაცებს შეხვდნენ, რომლებიც ირანის გავლით ერაყში მიდიონდენ. პოლონელ ჯარისკაცებს დათვის ბელი შეეცოდათ, რადგან ომის პერიოდში მათთვის ნაცნობი იყო გაჭირვება და შიმშილი. გადაწყვიტეს, მისთვის ეპატრონათ და თან წაეყვანათ.
ოჯახებიდან მოშორებით მყოფმა პოლონელმა ჯარისკაცებმა, მცირე დანაზოგით, პატარა შოკოლადით, შვეიცარული დანისა და საქონის ხორცის პატარა ულუფის სანაცვლოდ, ვოჟტეკი ირანელი ბიჭისგან გამოისყიდეს.
ვოჟტეკს პოლონელი ჯარისკაცი პიტერ პრენდისი უვლიდა და წვრთნიდა. ზრდასთან ერთად დათვის ბელმა სამხედრო უნარჩვევები შეიძინა. მას შეეძლო საკვების მოპოვება, თვალთვალი და საშიშროების შემთხვევაში, ჯარისკაცების გაფრთხილება.
პოლონელი ომის ვეტერანები იხსენებდნენ ვოჟტეკის გმირობას, როდესაც ჯაშუში ცდილობდა მათი ბაზიდან მოეპარა საბრძოლო მასალა, დათვმა ნასწავლი უნარები გამოიყენა და მტერი კარავში მოამწყვდია. ვოჟტეკი ამ თავდადებისთვის 2 ბოთლი ლუდითა და ულიმიტო შხაპის უფლებით დასაჩუქრდა.
ვოჟტეკი პოლონელ სამხედროებთან ერთად ერთგულად იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. პოლონური საარქივო მასალები მოწმობს, რომ ომის პერიოდში დათვი უამრავ თავსატეხს გადაურჩა. მათ შორის, 1944 წლის მონტე კასინოს დაბომბვას. თავის გადარჩენის მიზნით, ვოჟტეკი ხეზე ამძრალა და როდესაც დაინახა მის მეგობრებს საბრძლო მასალები ყუთებით გადაჰქონდათ, ხიდან ჩამოძვრა, ორ ფეხზე დადგა და თათებით სიმძიმის აწევაში დაეხმარა.
2011 წელს BBC-ისთან ინტერვიუში პოლონელი ვეტერანი ვოჟიშეშ ნარებსკი იხსენებს:
ხანდახან მეგონა, რომ ის ჩემი უფროსი ძმა იყო. ადამიანივით იქცეოდა. წარმოგიდგინეთ, ტვირთი გადაგვქონდა, ის კი ორ ფეხზე დგებოდა და თათებით სწევდა სიმძიმეს. ომის დროს, მისი დახმარება ფასდაუდებელი იყო თითოეული ჯარისკაცისთვის. აფეთქებებისა და დამაბნეველი ხმების მიუხედავად, ვოჟტეკი არსად გაქცეულა. ის ბოლომდე გვეხმარებოდა
1944 წლის18 მაისს, პოლონეთის მე-2 არმიამ სძლია გერმანიას და სტრატეგიული დანიშნულების მონტე კასინოს ტყე შეინარჩუნა. ამ გამარჯვებაში, ვოჟტეკს დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ ამიტომ, პოლონეთის გენერალიტეტმა, 22-ე არტილერიის დანაყოფის სამკერდე ნიშანი შეცვალა და მასზე დათვი დაიტანა, რომელსაც თათებში საარტილერიო იარაღით სავსე ყუთი უკავია.
როდესაც ომი დასრულდა და ჯარისკაცები სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, დრო დადგა ვოჟტეკს უსაფრთხო და ღირსეული თავშესაფარი მოეძებნა. ის ედინბურგის ზოოპარკში გადაიყვანეს, სადაც 1963 წლამდე ბედნიერად ცხოვრობდა. ვოჟტეკმა 21 წელი იცოცხლა.
ომის შემდეგ ვოჟტეკის ისტორია მსოფლიომ გაიგო. პოლონელებსა და შოტლანდიელებს ისე შეუყვარდათ მებრძოლი დათვი, რომ 2015 წელს 300,000 სტერლინგი შეაგროვეს და ედინბურგში უზარმაზარი ბრინჯაოს ქანდაკება დაამზადეს. ქანდაკება ედინბურგში პოლონულ გრანიტის კვრაცხლბეგზე დგას.
„შესაძლოა, ვოჟტეკი პოლონეთში ვერ დაბრუნდა, მაგრამ ის ედინბურგში ამაყად დგას პოლონურ მიწაზე“, - განაცხადა ვოჟიშეშ ნარებსკიმ.
გადმოცემის თანახმად, ედინბურგის ზოოპარკში პოლონური ენის ან აქცენტის გაგონებისას ვოჟტეკი ფეხზე დგებოდა და სიხარულით თათებს იქნევდა.