თბილისში შაბათის მარში იმართება - მოქალაქეები ფილარმონიიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ ბანერები - თავისუფალი სიტყვა არ კვდება, იგი მრავლდება“; 416 დღე საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოს გარეშე“. ორგანიზატორების ინფორმაციით მარში „სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ეძღვნება“.
მარშის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივლენ, სადაც ყოველდღიური აქცია განახლდება.