დედამიწის დღის აღსანიშნავად, დღეს ვარკეთილში, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით, გამწვანების აქცია გაიმართა. კამპანიაში „გაამწვანე ვარკეთილი“ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია“ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, საელჩოს წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ამერიკის საელჩოს გაწეული დახმარებისთვის და აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თიოთოეული დარგული ხე დედაქალაქის ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია.
კამპანიის ფარგლებში, ვარკეთილი 3-ის III-მკ.რ-ში, 310-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 ხე დაირგო. დედამიწის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 175 ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.