23 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში (მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე) წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება.
23 აპრილს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე კი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა. ოცზე მეტი ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი ამ დღესთან დაკავშირებით წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით შესთავაზებს მკითხველს. მთელი დღის განმავლობაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, ახალი გამოცემების წარდგინებები და ზოგადად წიგნთან, განათლებასთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული აქტივობები.
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით 2013 წლიდან შეუერთდა და უკვე 16 წელია „იუნესკოს“ საერთო ქოლგის ქვეშ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში.
2003 წლიდან კი საქათველოს პრეზიდენტის განკარგულებით 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია ქალაქ თბილისის მერია.
